პარლამენტის წევრები ახალისებენ ძალადობას, ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა – პრეზიდენტი

პარლამენტარები ძალადობას ახალისებენ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, შშმ პირებთან შეხვედრაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსული პოლიტიკა:

“დღეს არის 14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი. არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და ამიტომ მინდა რომ ვისარგებლო ამ დღით და გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და რაც არის მიუღებელი ჩემთვის და თქვენთვისაც, რასაც ჰქვია ძალადობა. ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ. საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ერთგვარად ეს იქცა როგორც პოლიტიკა და მე სხვა დახასიათება არ შემიძლია ამ ქმედებების, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლების მანძილზე საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართულ ქმედებები და ასე მგონია, რომ ვერანაირად ქართველი ვერ გაამართლებს ამას. ” აღნიშნა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share