“მე წარმოდგენა არ მაქვს…რა ტიპის მკურნალობა სჭირდება…მე უბრალოდ თვალით ვხედავ…როგორ სჭირდება მას დახმარება”-მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოში ამ დრომდე არ აქვთ ერთიანი პოზიცია.  ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი “მთავართან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სინოდი დიდი ხანია არ შეკრებილა და არ ფლობს ინფორმაციას, მღვდელმთავრების მოსაზრებებზე:

“წმინდა სინოდის კრება დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ ერთიან აზრს ვერ გეტყვით და რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ყველას თავისი აზრი აქვს. ალბათ მაინც ის სწორია, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს, იმათმა უნდა თქვან. მე წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის მკურნალობა სჭირდება. მე უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება”, – მეუფე ნიკოლოზი

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა “ვივა მედში” დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია მივიდა.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა, თუმცა ამ დრომდე არ იღებენ გადაწყვეტილებას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share