“მთავარ არხს” პირადმა წყარომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს, შედეგები კი მძიმეა.
წყარო, ასევე, ამბობს, რომ ამის გამო კლინიკაში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაიბარეს. ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს გაესაუბრება. უცნობია მოახერხებს თუ არა ყიფშიძე მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.
უფრო მეტი ინფორმაცია ჩატარებულ კვლევებზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკას დატოვებს. ცნობისთვის, მე-9 დღეა მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედშია” გადაყვანილი, კლინიკას კი კვლევის შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია.