„მას წინასწარ უნდა სცოდნოდა რომ ასე იქნებოდა, მე თუ ვიცოდი მაგან რატომ არ იცოდა? – დოლიძე ზელენსკიზე

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ „მიქსმეტრონომთან“ ინტერვიუსას კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი პასუხი გაგვცა:

„ზელენსკის ჯერესერთი არ ვიცნობ, რომ დავახასიათო უნდა ვიცნობდე.“

მოგვიანებით კი მან უკრაინის პრეზიდენტს ტრაგიკული ფიგურა უწოდა, რომელიც ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა

„ის ტრაგიკული ფიგურაა რა თქმა უნდა. ბედმა არგუნა ისე, რომ ამ ტრაგიკულ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა, მას ტრაგიკული ბედი ერგო, მაგრამ მას წინასწარ უნდა სცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა, მე თუ ვიცოდი მაგან რატომ არ იცოდა?

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share