პარლამენტში მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

ას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს, თუმცა  მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა, მოგვიანებით,10 მაისს,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე საქმეზე საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს  პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერშიც შეუჩერეს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ “ქართუს გაკოტრების” საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share