“ის ზის ხუთ ვარსკვლავიან ციხეში…შეირგოს…რა მერე რომ პრეზიდენტი იყო?…ის არის დამნაშავე“ – დოლიძე სააკაშვილზე

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ „მიქმეტრონომთან“ საუბრისას კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექვსი წლით ციხეში ყოფნა ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად სულაც არ ისახება.

„როდესაც ადამიანი იმდენს აშავებს, რამდენიც დააშავა სააკაშვილმა ის აუცილებლად უნდა იჯდეს ციხეში. ახლა ის ზის ხუთ ვარსკვლავიან ციხეში, შეირგოს ეს ხუთ ვარსკვლავიანი ციხე, სადაც თქვენობით ელაპარაკებიან და მე არ მესმის, რატომ არის მასთან ყოველ დღე ხუთ-ხუთი ვიზიტორი, მაშინ როდესაც სხვა პატიმრებს ამის ფუფუნება არ აქვთ.“

რეჟისორის თქმით მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ ქვეყანას გაუკეთა ის რაც საუკუნეების განმავლობაში არცერთ ქვეყნის მმართველს არ უქნია, მან საქართველოს ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსებს.

„რა მერე, რომ პრეზიდენტი იყო? ის არის დამნაშავე“ – ქეთი დოლიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share