ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში“ ბერიძეებს გურულ თავადებად ასახელებს: „გურიისათჳს: ხოლო გურიას გურიელი, იგიცა თჳთ ჰფლობს და იტყვის ვარდანის ძეობასა და სხვანი მის ქვეშენი არიან ესენი: თადგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდამ, შარვაშიძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხვანი, ეგრეთვე აზნაურნიცა“.
.
ვახუშტი ბატონიშვილი იქვე ჯუმათელი ეპისკოპოსების ჩამონათვალში უთითებს ეპისკოპოსს იოანე ბერიძეს (1688 წ.), ასევე ცნობილია, რომ გურიელების კარზე 1664 წლამდე, ბერიძეების ხელში იყო მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა, რის შემდეგაც მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა ნაკაშიძეების ხელში გადავიდა.
.
ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ასევე იხსენიებს ბერიძის ციხეს – „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“.
.
ბერიძის ციხე (“Saberitzeo”) აღნიშნულია ფრანგი ასტრონომის, გეოგრაფის და კარტოგრაფის ჟოზეფ ნიკოლა დელილის 1766 წლის რუკაზე, ხსენებული რუკა ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუკის ანალოგია და დელილის რუკაზე შავი და კასპიის ზღვები ქართული დასახლებითაა დატანილი (Chavi Zgua; Caspis Zgua), დელილის და ვახუშტის რუკაზე ციხესიმაგრე ლოკალიზება სურების ხეობის (Assourebi) დასავლეთ შესართავთან (სავარაუდოდ მდინარე სუფსისა და ბახვისწყლის შესართავში) აღნიშვნით – Saberitzeo (საბერიძეო), ვახუშტის რუკაზე ციხის მიმდებრედ მდინარის შესართავი არ არის დატანილი და მდინარე რომლის ნაპირზეც ციხეა არ უერთდება სუფსას, ციხის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
.
არის მოსაზრება – რომ არა ვახუშტის მითითება ბახვის წყალზე რუკების მიხედვით ბერიძის ციხის ადგილმდებარეობა სურის ციხის, ანუ ბუკის ციხის ადგილმდებარეობას შეესაბამება, ამის დასასაბუთებლად აღნიშნავენ, რომ გურიის უმნიშვნელოვანესი სიმაგრე – ბუკისციხე ამ რუკებზე აღნიშნული საერთოდ არ არის.
.
ბუკისციხის მნიშვნელობაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ ციხე 1771 წელს სოლომონ პირველის ბრძანებით დაანგრიეს, რითაც გურიელებს იმერეთის მხრიდან თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვნად შეუსუსტდა.
.
Carte générale de la Georgie et de l’Arménie. M. Joseph Nicolas Del’Isle – 1766
ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუკის ნაწილი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა