როგორია კატარი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა

კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვეში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 4,730 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,268 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, წელს იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან კატარში 1,577 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,214 მლნ აშშ დოლარი.

შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტი. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 10 თვეში საქართველომ კატარიდან 3,152 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1,053 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობითა ვიყიდეთ და გავყიდეთ კატარში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 2,957 მლნ აშშ დოლარი პოლიმერები
  • პროპილენისა ან სხვა ოლეფინების, პირველადი ფორმებით – 114.6 ათასი აშშ დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული – 34.6 ათასი აშშ დოლარი
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები – 7.1 ათასი აშშ დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული – 6.5 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 685.1 ათასი აშშ დოლარი
  • ცხვრები და თხები ცოცხალი – 294.7 ათასი აშშ დოლარი
  • ელექტრული წყალგამახურებლები – 157.3 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები – 143.3 ათასი აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 71.1 ათასი აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ კატარიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წელს 2 კვარტლის მდგომარეობით, 1,543 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს კი კატარიდან 3,162 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში კატარიდან ჯამში 1 743 ვიზიტორი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 284.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share