“ყურადღება! ახლა გადმომიგზავნეს ნიკა მელიას რამდენიმე მომხრე, გადაწყვიტეს ამ “ჩიტებმა”თავიანთი ჭკუით ჩემი დამუნათება” – რას წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში?

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას 2012 წელს ოპოზიციაში ყოფნას ახსენებენ ნიკა მელიას მომხრეები.

“ყურადღება ! ახლა გადმომიგზავნეს ნიკა მელიას რამდენიმე მომხრე , (მათ შორის აქედან ერთი პოლიტსაბჭოს წევრია და მეორე მელიას ახალგაზრდულის ლიდერი, რომლის ოჯახის წევრი ასევე მელიას დაცვის უფროსია), გადაწყვიტეს ამ “ჩიტებმა”თავიანთი ჭკუით ჩემი დამუნათება , იმიტომ რომ თურმე მე ოპოზიციაში ვიყავი 2012 წლამდე, განა ეს ახალია , ოდესმე სადმე მითქვამს რომ ასე არ იყო??? ოპოზიციაში ვიყავი და სწორედ ვიყავი , კატასტროფული მურუსიძის სისტემას ვებრძოდი მაშინაც და ახლაც და განა მიშა სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ არ იცოდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს , რომ მე მიშას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციაში ვიყავი?! რაიმე ახალია??? მაშ რა ხდება?! ახლავე აგიხსნით, მთელი ხიბლი იმ პროექტისა რასაც 2018 წელს შექმნილი “ძალა ერთობა” ჰქვია ის იყო , რომ მე და პაატა ბურჭულაძე შევუერთდით ამ პროცესს, მოგვიანებით კი ძალიან ბევრი მიშას დროს ოპოზიციაში მყოფი შემოუერთდა პროცესს და დიდი შედეგიც დაიდო საპრეზიდენტო არჩევნებში პრაქტიკულად გამარჯვება და აცრემლებული ივანიშვილი მეორე ტურის წინ და 500 ათასიდან 900ათასი ხმა ძალა ერთობამ მოიტანა.. ყველამ იცის, რომ მე ადგილიდან ვერავინ დამძრავს ამ ბრძოლაში და მითუმეტეს ცუდად მყოფ პრეზიდენტს -პუტინის პატიმარ სააკაშვილს ბოლომდე დავუდგები, მაგრამ ნახეთ რას ემსახურებიან ეს “მელაკუდები” მელიას მომხრე “ზოგიერთი” ( მართალია რამდენიმე უგუნურმა იტვირთა ეს ბინძური მესიჯბოქსი) მომხრე, აი რას აკეთებს: ასე ხომ მიშას დროს ოპოზიციაში მყოფ ხალხს ეუბნებიან აი ჩვენ თქვენზეც ასე ვფიქრობთ “ძალა ერთობა” კი არა არამედ აი ასე: “თქვენ ხომ მაშინ ოპოზიციაში იყავით და სინამდვილეში აი ამ სიბინძურეს დაგიწერთო” ანუ ამხელა მუშაობა რაც მაშინ ერთობის შექმნით ( სადაც იმისტები და ამისტები ერთად ვიყავით საქართველოისტებად ვიქეცით) გავწიეთ და ოპოზიციაში ვინც ვიყავით მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ისინი გავერთიანდით ნაც მოძრაობასთან ერთად და მხოლოდ ასე მოვძლიერდით, ესე იგი ამას ჰყრით წყალში?! ეს ხომ სუსის მესიჯბოქსია ანუ ივანიშვილის ???? ახლა ალბათ ხვდებით კიდევ ვისი მესიჯბოქსია ეს, იმისი ვინც პროცესი “დააძინა” და ხალხი მრავალათასიანი აქციებიდან სახლში გაუშვა , ეს რამდენიმე ” კინოდოკუმენტალისტი” კი მისი ბესიჯბოქსის ბოტი-შემსრულებელია-!!!!! ეს საშიში პროცესია. ყველა ჩემნაირად იდეალისტი არ არის ბატონებო!ფრთხილად ვისაც გონი შეგრჩათ მანდ (და ვიცი რომ ბევრნი ხართ გონიერი) და კოლექტიურ მელიებად არ იქეცით, გააჩერეთ ბიჭი ისე , რომ “სუსი” არ გავიგოთ მისი , ეს ჩემი რჩევაა გულშემატკივრისა, იმ თაკო ჩარკვიანისა რომელიც მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი და ახლაც ოპოზიციაში ვარ !!! თავისუფლება მიშას”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share