ექსქოცები პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ: „გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“ – გურამ მაჭარაშვილი

“ოცნებიდან” წასული გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატები ახალ პარტიაში გაერთიანდნენ. მათ გუშინ სახალხო მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.

“არ გამოვრიცხავთ იმას, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია, თუმცა ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის მხრიდან არ არის იმ კითხვებზე პასუხები გაცემული რა კითხვებიც იქნა გაჟღერებული. გვაქვს მიზნად დასახული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავაცილოთ ამ ურთიერთობებს ის ზიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმეს ჰქონდეს დაგეგმილი”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ მათ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქცისაა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება. 28 ივლისს კი მათ რიგებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share