სასჯელი 50 დოლარის გამო – რუსეთში, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა “დამნაშავისთვის“ 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე მის მოთხოვნას 15 აგვისტოს გაირკვევა.
33 წლის ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.