“საბჭოთა ბედნიერი ბავშვობის” გემო – ჩრდილოეთ კორეა რუსი ტურისტებისთვის გაიხსნა

წელს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად დაკეტილი იყო, რუსი ტურისტებისთვის გაიხსნა.

მაისის დასაწყისში, მეხუთე და ყველაზე დიდი ტურისტული ჯგუფი ფხენიანში ვლადივოსტოკიდან გაემგზავრა. მათ შორის იყო „კომერსანტის“ კორესპონდენტიც, რომელმაც კორეის ეს მხარე უფრო დეტალურად დაგვანახა.

ჩრდილოეთ კორეაში წელიწადში 15-30 დღის განმავლობაში, კოოპერატივებისთვის მიწათმოქმედებაში დახმარება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წმინდა მოვალეობაა.

2020 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა პანდემიის გამო 4 წლით დაიხურა, მაგრამ წელს, მოსკოვსა და ფხენიანს შორის პოლიტიკური კავშირების სწრაფად გაძლიერების ფონზე, ის ხელახლა გაიხსნა და ისიც, მხოლოდ რუსებისთვის.

„ყველას თავისი ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში. ზოგიერთი ადამიანი აქ მოდის, რათა მონახულებული სახელმწიფოების კოლექციას დაამატოს, ზოგი იმისთვის, რომ ჩრდ. კორეის ისტორია უკეთ გაიგოს, ზოგიც იმ მიზნით, რომ მოინახულოს თავისი წინაპრების მიწა, ზოგი უბრალოდ, ყოველთვის ოცნებობდა ჩრდილოეთ კორეის მონახულებაზე“ – აცხადებს „კომერსანტის“ კორესპონდენტი.

kmo-199172-00015-1-t247-133352-1715858670.webp

დახურული ცხოვრების წესის გამო, ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო უამრავი კლიშე. უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის უიმედო სიღარიბისა და შიმშილის შესახებ. რუსი კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პირველივე შეხედვით ეს მოლოდინი არ მართლდება. მისი თქმით, მთელს ქალაქში არის ახალი, თანამედროვე მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც ღამით განათებულია. დედაქალაქში ბევრი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსია.

kmo-199172-00008-1-t247-133409-1715858651.webp

თუმცა, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ბინის ყიდვა: საცხოვრებელ სახლს გასცემს სახელმწიფო. ყოველწლიურად ქირავდება 10 ათასობით ბინა, მათგან უმეტესობა სამ და ოთხ-ოთახიანია, დაახლოებით 120 კვადრატული მეტრის ფართობით.

საბინაო კომიტეტები ახალგაზრდა ოჯახებისთვის ცალკე საცხოვრებლებზე მუშაობენ. ასეთი სოციალიზმის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ გაუთხოვარი გოგოები და მარტოხელა მამაკაცები ვალდებულნი არიან იცხოვრონ მშობლებთან, სანამ არ დაქორწინდებიან. სხვათა შორის, ქვეყნის კანონი განსაზღვრავს განქორწინების უფლებას, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის უფლება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეელები თითქმის არასოდეს იყენებენ, რადგან განქორწინება, ადგილობრივი მსოფლმხედველობის მიხედვით, ამორალურია.

kmo-199172-00018-1-t247-133317-1715858690.webp

ცხოვრების კიდევ ერთი განსხვავებაა საცობების არარსებობა ფხენიანის ფართო ქუჩებზე. ზოგადად, გზებზე ბევრი მანქანა არ არის.

ეს კი იმიტომ, რომ კერძო ავტომობილის ფლობა არის უმცირესი ჯგუფის პრეროგატივა, რომელიც შედგება განსაკუთრებით გამოჩენილი ადამიანებისგან, როგორებიც არიან ოლიმპიური ჩემპიონები (თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 56 ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანია ჩრდ კორეაში).

ფხენიანის მცხოვრებლებისთვის ძირითადი გადაადგილების საშუალებაა ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები, ავტობუსებისა და ტრამვაის საკმაოდ ფართო ქსელი, ასევე ველოსიპედებიც, რომელიც ძალიან პოპულარულია.

kmo-199172-00004-1-t247-133441-1715858716.webp

ფხენიანის ქუჩებში ვერსად ნახავთ ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძეგლებს, (რაც მისი განსაკუთრებული მოკრძალებით აიხსნება), მაგრამ ის ყველა ადგილობრივი გაზეთისა და ჟურნალის მთავარი გმირია. და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ისტორიას, რომელსაც გიდები ყვებიან ქვეყანაში მიმდინარე ცხოვრების შესახებ, ყოველთვის თან ახლავს შენიშვნა, რომ ყველაფერი კარგი გაკეთდა „ამხანაგ კიმ ჩენ ინის ბრძნული ხელმძღვანელობით“.

ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ჩვეულებრივი ინტერნეტი. Wi-Fi ხელმისაწვდომია უცხოელებისთვის შერჩეულ სასტუმროებში, მაგრამ ფასი საკმაოდ მაღალია: ათი წუთის გამოყენებისთვის 2 დოლარის გადახდა გიწევთ. ამიტომ, ქვეყნის გარშემო მოგზაურობა ერთგვარ ციფრულ დეტოქსიკაციად შეიძლება შეფასდეს.

kmo-199172-00012-1-t247-133431-1715858762.webp

ჩრდილოეთ კორეელებს თავისი ინტერნეტი აქვთ, რომელსაც გლობალურ ქსელთან საერთო არაფერი აქვს. მისი გამოყენება შესაძლებელია ტაქსის გამოსაძახებლად ან საჭმლის შესაკვეთად.

რუსი კორეპონდენტი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაც აქ ვიზიტის შემდეგ გრჩებათ, არის “საბჭოთა ბედნიერი ბავშვობის” გემო, რასაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს წითელი პიონერის ჰალსტუხიანი ბავშვებისა და მოზარდების დიდი რაოდენობა, რომლებიც უცხოელ ტურისტებს მკაცრად განსაზღვრული ღიმილით ასაჩუქრებენ.

kmo-199172-00021-1-t248-133247-1715858736.webp

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share