“თქვენ ჩვენს გულებში ხართ.”- შერონ სტოუნი უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს

ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა უკრაინელების სოლიდარობის ნიშნად ლურჯი და ყვითელი სანთელი დაანთო. მსახიობმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

1-1649409964.jpg

“ამ სანთელს უკრაინელების პატივსაცემად ვანთებთ. ჩვენ მას ვუძღვნით პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხს, რადგან გვსურს იცოდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ. ვწუხვართ, თქვენი დანაკარგვის გამო. ჩვენს გულებში ხართ”, – თქვა შერონ სტოუნმა.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უჭერს უკრაინას მხარს. ბევრი ცნობილი სახე არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას უერთდება და სხვადასხვა ფორმით გამოხატავს თანადგომას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share