“საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას” – კრემლის პროპაგანდისტული მედია

საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას – ასე ზეიმობენ კრემლის რუსი პროპაგანდისტები, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაძაბვას.

კრემლის პროპაგანდისტული მედია დღეს პრემიერ კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს.

ივანიშვილმა განმარტა, რომ დასავლეთში „გლობალური ომის პარტია“ ამაოდ იმედოვნებს, რომ თბილისს რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრევს, როგორც „საზარბაზნე ხორცს“ და საქართველო არასოდეს გახსნის „მეორე ფრონტს“ რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რამდენად ეს არ უნდა სურდეთ დასავლელ ემისრებს და მათ ადგილობრივ თანამზრახველებს.

თბილისმა უკვე იკმარა”ვარდების რევოლუცია”, რომელმაც “გამყიდველი ოპოზიციის” და არასამთავრობოების აგენტების მეშვეობით ხელისუფლებაში კრიმინალური “სააკაშვილის რეჟიმი”მოიყვანა და რომელმაც ქვეყანას უბედურება მოუტანა. ბიძინამ დადო პირობა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ახალ რევოლუციურ რყევებს არ დაუშვებს. მისი გამოსვლის ეს ნაწილი ბრიუსელისა და ვაშინგტონის „ცივ შხაპად“ იქცა.თბილისში ევროპელი დეპუტატების მთელი დესანტი გადასხეს, მათ შორის ლიტვადან და გერმანიიდან, რომლებიც ოპოზიციის მიტინგზე „სამშობლოს სიყვარულის“ სასწავლებლად მივიდნენ. ყველაფერი ისეა, როგორც კიევის მაიდანზე 2013 წელს. ყველაფერი ზუსტად იგივენაირადაა, მხოლოდ ნამცხვრები, დამწვარი საბურავები და ბარიკადები აკლია. მეთოდი აპრობირებულია”, – წერია სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share