სტუდენტები ამ წუთებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კეტავენ.
მათი თქმით, სურთ ყოფნა ევროპაში და არ სურთ საქართველოს კვლავ გარუსება. როგორც ისინი მედიასთან აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება რუსული კანონის გაწვევა.
„მთავარი მიზანი არის ი, რომ რუსული კანონი გაიწვიონ უკან და ჩვენ შევიდეთ ევროპაში. ღირსეულად შევიდეთ ევროპაში და პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა არ აგვყვება. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო ისევ არ გარუსდეს და ვისაც ჰგონია, რომ ევროპა გვჭირდება მონობისთვის დაფიქრდით ევროპა რას გვთავაზობს“, – აცხადებს აქციის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.