უცნაური დეტალი – მანქანაში დამწვარ დარია დუგინას კუბოში სახეზე დამწვრობა არ ეტყობოდა

დღეს მოსკოვში, “ოსტანკინოს” ფოიეში დაემშვიდობნენ და ტელევიზიის შენობიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს პროკრემლისტი, იმპერიალისტური პოზიციის მქონე რეპორტიორი და ფილოსოფოსი დარია დუგინა, რომელიც მამის, ალექსანდრე დუგინის საქმიანობაში მონაწილეობის გამო, სანქცირებულ პირთა სიაში იყო.

დარია დუგინას ცხედარი მართლმადიდებლური წესის თანახმად გააპატიოსნეს, თუმცა, კრიტიკოსთა ყურადღება მიიქცია თავახდილმა კუბომ, რომელშიც დარია დუგინას ცხედარი იყო ჩასვენებული – გოგოს სახეზე არანაირი დაზიანება არ ეტყობა.

ოფიციალური ვერსიით, დარია დუგინას მანქანაში 400 გრ. ტროტილის ექვივალენტის აფეთქება მოხდა, რაც საკმაოდ დიდი სიმძლავრეა და, როგორც ცნობილია, მანქანა ბოლომდე დაიწვა, ხოლო გოგონას გადმოყვანა ვერ მოხერხდა – ის მანქანაში ცოცხლად ჩაიწვა.

ლეონიდ ვაინშტეინი, რომელმაც დარია დუგინას სახის კადრი ვიდეოდან დასქრინა, გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მას დაზიანებები არა აქვს. ის წერს, რომ ზოგადად, ასეთ შემთხვევებში, დაღუპული ადამიანის ცხედარს თავახდილ კუბოში არ ჩაასვენებენ ხოლმე.

შეგახსენებთ, ფსბ-ს ვერსიით დარია დუგინას აფეთქებაში ბრალდებული გამოვლენილია – რუსი სამართალდამცველების მტკიცებით, ეს არის “აზოვის” წევრი ქალი, რომელიც რუსეთში შვილთან ერთად იყო ჩამოსული.

“უკრაინის ნაცისტური რეჟიმი” დაადანაშაულა მომხდარში დარიას მამამ, ალექსანდრე დუგინმაც.

ოფიციალურმა კიევმა და პოლკმა “აზოვმა” კატეგორიულად უარყვეს დარია დუგინას მკვლელობასთან კავშირი. ოლექს დანილოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ მომხდარში რუსული სპეცსამსახურებია დამნაშავე.

 

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის “რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო.

 

დარია დუგინა 19 აგვისტოს, მოსკოვთან ახლოს, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიით, იმავე მანქანაში უნდა მჯდარიყო ალექსანდრე დუგინიც, მაგრამ მან ბოლო მომენტში არჩია, სხვა მანქანით გამგზავრებულიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share