რუსეთში ბომბდამშენი “ტუ-22მ3” ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ბომბდამშენი “ტუ-22მ3” ჩამოვარდა, – ინფორმაციას გამოცემა “მედუზა” ავრცელებს.

მომხდარს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ამტკიცებს, რომ კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა. ცნობილია, რომ პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share