რუსეთის დუმის წევრი, რომლის თბილისში ჩამოსვლასაც 2019 წელს 20 ივნისის სისხლიანი ღამე მოჰყვა, მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის საქონელბრუნვის შემცირება საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის და 2 ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურების კარგი გზააა.
ვფიქრობთ, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს გააგრძელებს მხარს არ დაუჭერს ანტირუსული სანქციების გავრცელებას, მაშინ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი, – ამბობს გავრილოვი.