რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “23 თებერვალს – ივანიშვილის ხელის ბიჭის, ღარიბაშვილის ხელახალი პრემიერობის პირველივე დღეს, საბჭოთა არმიის დღეს, 100 წლის წინ ოკუპანტებთან მებრძოლი იუნკრების დღეს სამარცხვინო შტურმი მიმდინარეობს.
ამ წუთებში გაზი შეუშვეს იმ ოთახში, სადაც ნიკა, ხათუნა, თამუნა, ხატია, გიგი…ბევრი პოლიტიკოსი და ჟურნალისტია.
რა სამარცხვინო ხარ, ბიძინა!
და რა მწარედ დაისჯები!”- წერს ბერძენიშვილი.