ბახმაროს ტრადიციულ დოღში გამარჯვებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენი თორნიკე თოდრია გახდა!
თორნიკემ 4800 მ ( მარულა) დისტანცია ფაშატი ,,ელსა ” – თი ყველაზე მოკლე დროში დაფარა. თორნიკემ ყველა მხედარს გადაუსწრო და ღირსეული პირველი ადგილი, ამავდროულად ბახმაროს თასი მოიგო.