უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას და 1263 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული ძალები კურსკის მიმართულებაზე შეტევას ახორციელებენ, რის ფარგლებშიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სიღრმეში 35 კმ-მდე მანძილზე შესვლა შეძლეს.
”თავდაცვის ძალების ჯგუფები კურსკის მიმართულებით ახორციელებენ შეტევითი თავდაცვას. კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის პერიოდში, შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სიღრმეში 35 კმ-მდე მანძილზე შესვლა შეძლეს“,- განაცხადა სირსკიმ.