მარტივი ფსიქოლოგიური ანალიზი იყო საჭირო იმისათვის, რომ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს ზუსტად გაეთვალა მთავრობის პასუხი ძალიან თავხედურ გამოწვევაზე.
მტერი თავზე თუ დაგესხა, არ უნდა იომო.
მტერმა თუ საზღვარი გადმოგიწია, უნდა მისცე, აბა ხომ არ იომებ?
მტერი თუ შენს საზღვარზე გადმოვიდა, შენიანი მოგიკლა და უკან მშვიდად, დაუსჯელად წავიდა, უნდა შეარჩინო. ვინც სამაგიეროს გადახდას ეცდება, ისინი დაიჭირო.
საკუთარი ჯარისკაცები, რომლებიც მტერს ებრძოდნენ, ჰააგას გადასცე გასასამართლებლად.
მტრის დაბომბვაზე დაბომბვით პასუხს “მძინარე მტრის” უსინდისო გაღვიძება უწოდო.
ქვეყნის პრეტენზიას თუნდაც რეგიონალურ ლიდერობაზე, მეტიჩრობა უწოდო და უხმოდ “ჩაკვდომა” ურჩიო, რომ მტერი არ გაღიზიანდეს.
მტრის წინააღმდეგ მებრძოლების დოსიეები მტერს გადასცე; აბა ხომ არ გააბრაზებ.
კრიმინალი რომ გათავხედდება, გაგებით უნდა მოეკიდო.
პანდემია თუ დაგეტაკება, დაკეტო უნდა ყველაფერი და გულხელდაკრეფილი ელოდო, როდის გადმოგიგდებენ ან წამალს, ან ვაქცინას. არ უნდა იაზროვნო; საშიშია საკუთარ აზროვნებაზე დაფუძნებული მოქმედება. მერე უფრო მეტს მოგანდომებს.
მოკლედ, ლოგიკურად მოაზროვნე კაცი იყო ის მძარცველი. მარტივი ფსიქოლოგიური ანალიზიც მშვენივრად შეძლო. იცოდა, პირდაპირ მთლად უფროსს რომ ჰკითხავდნენ, რა ექნათ, რას უპასუხებდა ის.
ეროვნული გონის საკონტროლო პაკეტის ლოგიკაა ასეთი და …
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალური ქსელით გუშინ ზუგდიდში მომხდარ ფაქტს და იმ ზოგად გარემოებას აფასებს, რაც დღეს ქვეყანაში ლამის ნორმად იქცა:-წერს გურული