“ოცნების“ მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის“ ბუად გამოყენება ფარსია და აღარავინ ყიდულობს“ – გეგელია

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ “ოცნების“ მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის“ ბუად გამოყენება ფარსია და აღარვინ ყიდულობს.“

გეგელიას მტკიცებით, “ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რადგან ხალხს აღარ უნდა წარსული და რუსები, მათ სჭირდებათ მომავალი და განახლება.

”12 წელი სუს-ი პროკურატურა, სასამართლო, ტოტალურად მათი არ იყო? ვინმეს სჯერა, სრულ ჭკუაზე მყოფს, რომ ახლა ვინმეს გაასამართლებს, რომელსაც მაშინდელი ნახევარი ნაციონალური მოძრაობა პარტიულ რიგებში ჰყავს, თავისი მდინარაძიან – თალაკვაძიანად. 

ეს ხო ფარსია, აღარავინ აღარ ყიდულობს, “ნაცების ბუად“ გამოყენება, შეუძლიათ ეს ტაქტიკა ისევ სცადონ, მაგრამ, მე გეუბნებით, ისინი მარცხდებიან, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს, აღარ უნდა წარსულის ფორმები და რუსები, ხალხს უნდა განახლება“,- განაცხადა გეგელიამ .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share