გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა – დაშავდა არასრულწლოვანი

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა – შემთხვევა ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნაგომარში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share