დღეს დილიდან ოზურგეთში გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც ჩანს, ხელისუფლება უამინდობას მოუმზადებელი შეხვდა. სოციალურ ქსელში საყვედურს გამოთქვამს მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო. როგორც სხვდასხვა მოქალაქის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ამ წუთებშიც ოზურგეთის სოფლების უმეტესობას შუქი უკვე მეორე დღეა, არ მიეწოდება და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
რაც შეეხება სოფლის შიდა გზებს, საუბარია, რომ ამ დრომდე გზები გაწმენდილი არაა სოფელ ოზურგეთის, გურიანთის, მელექედურის, ნასაკირალის, ლიხაურის, ვაკიჯვრის, კონჭკათის, ფამფალეთის,მაკვანეთის, ზემო ნატანების და სხვადასხვა სოფლების შიდა გზებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ისინი ოფიციალურ განცხადებებში იმაზე მიუთითებენ , რომ უამინდობამ პრობლემები შექმნა, თუმცა ისინი აქტიურად მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად. თუ რომელ ტერიტორიაზე ან რა მიმართულებით ხდება მათი მხრიდან პრობლემების აღმოფხვრა, როგორც მოსახლეობის პრეტენზიებიდან ირკვევა, უცნობია.