ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც საშუალებს მისცემს ემიგრანტებს დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
”მინდა განვმარტო პროცედურები, თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ ემიგრანტებს.
პირველი ეს არის საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა, და ლოკაციაზე მინიმუმ 50, მაქსიმუმ 3000 ასეთი ამომრჩევლის ყოფნა, რაც ნიშანვს, რომ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სააარჩევნო უბნის შექმნის შემთხვევაში, იქ მიიღებს მონაწილეობას.
მეორე მოცემულობაა, საგეარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, შესაბამის რაოდენობაში ყველა შესაბამის ლოკაციაზე ინფორმაციის მოწოდება, რომ შემდეგომ ცესკომ, არაუგვიანეს 1 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.
ამასთან, ვისაც სურს საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს და შემდეგ ავტომატურ სიებში მოხვდნენ, ამისთვის მათ უნდა გაიარონ სათანადო პროცედურები, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას ცესკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შეუძლიათ მიიღონ.
ის ამომრჩეველი, რომელმაც ვერ გაიარა საკონსულო აღრიცხვა, როდესაც საარჩევნო უბანი შეიქმნება კონკრეტულ დიპლომატიურ წამრმომადგენლობაში, ამის შემდეგ მას კენჭისყრის დღემდე მე-19 დღისა, მათ შეუძლიათ მიმართონ საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით და მიეცემათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობას“, -აცხადებს კალანდარიშვილი.
კითხვაზე, რა ხდება მაშინ, როცა ლოკაციაზე იმაზე მეტი რაოდენობის ამოიმრჩეველი, ვიდრე დასაშვებია, ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ “3000- ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში, იმავე დიპლომატიური წარმომადგენლობსი ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი უბანი.“