”თუნდაც აბსოლუტურად ირაციონალური იყოს მოშიმშილე პატიმარი პრეზიდენტის შიშები გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, მაინც უპირობოდ გასათვალისწინებელია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ასევე კრიტიკული ფსიქოლოგიური სტატუსი და მისი ნების გარეშე ამის გაკეთება არის უკიდურესი ცინიზმი და აბუჩად აგდება; ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა რუსთავის საპატიმროდან გლდანის ე.წ. საავადმყოფოში გადაყვანისას.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ამ შემთხვევაში არის სპეციალიზირებული სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუციის გაგრძელება, ისევე როგორც ციხის კლინიკა, ყველა შესაბამისი პირობითა და შედეგით.” – წერს ზურაბ გურული მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაავშირებით.