უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უკვე შემუშავებული აქვთ ყირიმის დეოკუპაციისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა.
მისივე თქმით, რუსები ყირიმის შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან ეს ტერიტორია სამხედრო ლოგისტიკისა და მომარაგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. იუსოვი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის გეგმა აქვს.
“შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიის და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გეგმა აქვს. ასევე გეგმა იმისა, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა. ანონს არ გავაკეთებთ – როგორც მანამდეც არ გაგვიკეთებია”, – თქვა იუსოვმა.