დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 115 ჯარისკაცი დაიბრუნა. რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ეს 55-ე ტყვეთა გაცვლას წარმოადგენს.
“დღეს სახლში კიდევ 115 ჩვენი მცველი დაბრუნდა. ისინი ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო-საომარი ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები არიან. […] ეს რუსული ტყვეობიდან ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებასთან გვაახლოებს. მადლობა ჩვენს გუნდსა და პარტნიორებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს იმისთვის, რომ ჩვენები სახლში ბრუნდებიან”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.