”ამდენი დაძაბულობის შემდეგ, კარგი ამბავით ვარ _ გოჩა დაუბრუნდა ოჯახს, ჯანმრთელი და უვნებელი
იმედია ნახავს ამ პოსტს და ყველამ გავამხნეოთ. ვუთხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება! ” _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.
გოჩა ებრალიძე სახლიდან 14 მარტს გავიდა, ოჯახი მასთან დაკავშირებას, ან მისი ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებდა.
როგორც ცნობილი გახდა, გოჩა ებრალიძე პოლიციამ ბათუმში იპოვა და ახლა ის ლანჩხუთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.