ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე – ვინ შეარჩია მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის შესახებ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ კანდიდატთა შერჩევაში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს:

ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა;

იმედის წამყვანმა და თეატრმცოდნემ, ნიკოლოზ წულუკიძემ;

იმედის წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ;

ფილოლოგმა გია მურღულიამ;

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ;

მსახობებმა, ნანა შონიამ და თემიკო ჭიჭინაძემ;

მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, ქეთევან დუმბაძემ;

სამინისტროს განცხადებით, პრემიის ფარგლებში განცხადებების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია, პრემიის გადაცემის ცერემონია კი 13 სექტემბერს გაიმართება.

რაც შეეხება პრიზებს, შერჩეულ პედაგოგებს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი გადაეცემათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share