“თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს” – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

“თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არ გვაინტერესებს. ეს არის ყოფილი პრეზიდენტი რომელსაც აქვს უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული ჩადენილი. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არ არის, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომ, ჰუმანიტარული საფუძვლით ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. თუ საუბარია ჰუმანიზმზე, 9 000 პატიმარია და იმათ რა დააშავეს. არიან პატიმრები, რომლებიც არიან, მაგალითად, გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე პატიმრობაში. არაფერი, ხო, რაღაც გაუფრთხილებლობა დაემართათ, მაგალითად, არის ავარიები და ა.შ. ანუ ისინი არ არიან თავისი ბუნებით  კრიმინალები, მაგრამ უწევთ, სათანადოდ, ღირსეულად იხდიან სასჯელს. და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, ქვეყნის და ხალხის წინაშე. ძალით დაიკლოს წონაში და გარეთ გამოვუშვათ, მაშინ მართლა რა დააშავეს სხვა პატიმრებმა, – ამბობს კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share