ფრაგმენტები ნიკო მარის ავტობიოგრაფიიდან

ჩემი დაბადება და ბავშვობა თუ კი დედაჩემის სიტყვებს გავიმეორებ თითქმის ლეგენდარულია. მამა მოხუცი შოტლანდიელი, დედა ახალგაზდა ქართველი ქალი გურიიდან. დავიბადე ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ეგრეთ წოდებულ „ფერმაზე“, აქ მამაჩემი სასოფლო-სამეურნეო სკოლას ხელმძღვანელობდა. მამაჩემმა სადაც გააშენა სუბტროპიკული ფლორის ნიმუშების უზარმაზარი ბაღი, რომელშიც მაგნოლიების მთელი კორომი იყო.
.
დედა – სახლში მიღებული მოკრძალებული განათლებით, მამა – ბუნებათმცოდნეობის საუნივერსიტეტო განათლებით. ყველაზე მეტად მამაჩემი დაინტერესებული იყო ბოტანიკით, იგი გაჭირვების რთულ წლებში კავკასიაში მებაღეობას შეუდგა. მან პირველმა განახორციელა ჩაის ხის შედეგიანი გაშენება გურიაში.
.
მთელი ჩემი ბავშვობა მხოლოდ ქართველებს შორის გავატარე. ჩვენ ძალიან მალევე საცხოვრებლად გადავედით ქალაქ ოზურგეთში, ქართველ ფეოდალების ღარიბი შთამომავლების სახლში. ოზურგეში ვიხსენებ შეხვედრებს ქართველ არტისტებთან, პოეტებთან, როგორც ადგილობრივ, ისე სტუმრად ჩამოსულ ცნობილ ადამიანებთან. ვიხსენებ ურთიერთობას მსახურებთან – მეჯინიბესა და ბაზიერთან, რომლებსაც მუდამ გარს ეხვეოდნენ მწევარი და მონადირე ძაღლები. იქვე ეზოში, საზღვართან (თურქეთის საზღვარი რამდენიმე ვერსის მოშორებით იყო) დაჭერილ თურქ-ბიჭებს და მათ მშობლებს, უმეტესად დედებს.
.
მთელ დროს ბურთის თამაშსა და სირბილში ვატარებდი და ამ მხრივ მეტოქე არ მყავდა. ქართული სოფლიდან ჩამოსული გოგონა ყოველ საღამოს ძილის წინ მიყვებოდა შეჰერეზადეს ზღაპრების მსგავს ახალ და ახალ, ამოუწურავ ქართულ ზღაპრებს. აქვე, ჩემს გვერდით მამაჩემი, ინგლისურ გაზეთს ან ინგლისურ წიგნს კითხულობს. შემდეგში მაკოლეის ერთ-ერთი წიგნში მისი ხელით გაკეთებულ შხამიანი მინაწერით შევიტყვე, რომ მას კონსერვატული შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ ამის განსჯა ბავშვობაში არ შემეძლო, რადგანაც ამდაგვარ წიგნებს არ ვკითხულობდი და თანაც ინგლისურად კითხვაც უფრო მოგვიანებით ვისწავლე.
.
მახსოვს მამაჩემის მიერ ჩემდამი ნათვამი ერთადერთი ფრაზა: „არანაირი საქმე შენი ხელიდან არ გამოვა“. ეს მან თქვა მას შემდეგ, რაც ყურადღებით დააკვირდა ხელნაკეთი სათამაშოებით ჩემს თამაშს. დედა კი პირიქით გადაჭარბებულ იმედებს ამყარებდა თავის შვილზე. იგი ჩემში ხედავდა ყველაფერს რასაც კი მიიჩნევდა საუკეთესოდ და იდეალურად. მაგალითად მას როგორც ჩანს ქერა უფრო მოსწონდა და ამიტომაც ყველას არწმუნებდა, რომ მე ზაფხულის რუჯის გამო ვიყავი გაშავებული, თითქოსდა სხვა დროს სრულიად თეთრი ვიყავი და წაბლისფერი თმა მქონდა (მე ყოველთვის ვიყავი შავგრემანი, უფრო სწორედ შავი).
.
დედას და მამას საერთო სასაუბრო ენა არ ჰქონდათ. მამა, მშობლიური ინგლისურის გარდა, თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულად, დედამ კი მხოლოდ ქართული იცოდა. ჩემს ლექსიკაზე მკვეთრი კვალი დატოვა მათმა ურთიერთობამ ფორმალურად შეჯვარებულ ენაზე, რომელიც წარმოადგენდა დამტვრეული რუსული და ქართული სიტყვების ერთგვარ ნარევს, მაგრამ ზოგადად შემიძლია ჩემ მშობლიურ ენად ჩავთვალო ქართული, უფრო ზუსტად ქართული ენის გურული დიალექტი.
.
Избранные работы – Н. Я. Марр. Т1 (1933 г.)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and წვერი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share