სად დაინიშნა გია ცეცხლაძე – რომელიც მშობლიური “ოცნების” წიაღს ახლახანს დაუბრუნდა

გია ცეცხლაძე მშობლიური “ოცნების” წიაღს დაუბრუნდა და საქართველოს ენერგოსისტემის ერთ ერთი ხელმძღვანელი გახდა

“გახარია საქართველოსთვის” პარტიის დამფუძნებელი ოზურგეთში და ამავე პარტიიდან ბოლო ადგილობრივ არჩევნებში – ოზურგეთის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) სამეთვალყურეო საბჭოში იმუშავებს.

როგორც “გურიის მოამბეს” მასთან დაახლოებულმა პირებმა აცნობეს, ცეცხლაძე სამეთვალყურეო საბჭოში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) — საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი. ამ სტატუსის შესაბამისად, ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. კომპანია, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და აქტიურად თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან.

გია ცეცხლაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელი იყო, თუმცა პარტია ქვეყნის პრემიერ მინისტრ, გიორგი გახარიასთან ერთად დატოვა, მაგრამ ბოლო ადგილობრივი არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ექს პრემიერი უყურადღებობასა და სიცრუეში დაადანაშაულა და მმართველი პარტიის რიგებს დაუბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share