“ერთი ხუშტურებიანი კაცის ბატონყმობაში ცხოვრება უნდა დასრულდეს” – ამის შესახებ მუსიკოსმა დავით გაბუნიამ “პირველი ხაზის” ეთერში განაცხადა.
მუსიკოსმა “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული რიტორიკის შესახებ ისაუბრა და მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ განცხადებებს “უტიფარი” უწოდა – “ასე უტიფრად ვიღაცას პირში ეთქვა, რომ ჩვენ ვაპირებთ, დიქტატურა დავამყაროთ და ავკრძალოთ ყველაფერი, არასდროს არავის გაუკეთებია“.
”ყველგან გვხვდება ერთიდაიგივე განწყობა, რომ ეს აღარ შეიძლება. ეს არ არის ადამიანების პოლიტიკური გაერთიანება, არამედ ხროვაა, რომელიც ყველანაირ ეთიკურ ნორმას გაცდა და ასეთი რამ არავის არ უკადრია. ასე უტიფრად ვიღაცას პირში ეთქვა, რომ ჩვენ ვაპირებთ, დიქტატურა დავამყაროთ და ავკრძალოთ ყველაფერი, არასდროს არავის უთქვამს. ამ ყველაფერმა მოიცვა მთელი ქვეყანა. გარდა მათ მიერ ნაყიდი ადამიანებისგან, რომლებიც თავად ხვდებიან, თუ რა ლაფში არიან ჩაფლულები, ყველა ხვდება, რომ ვიღაც ერთი ხუშტურებიანი კაცის ბატონყმობაში ცხოვრება უნდა დასრულდეს”, – ამბობს დათო გაბუნია.