პლატფორმა “ემგიდის“ ერთ- ერთი დამფუძნებელი, ნანა მახარაძე ამბობს, რომ მას ბევრი წლის შემდეგაც, ისე როგორც 9 აპრილს, არ ეშინია, რადგან იმ საქმეს აკეთებს, რომელიც მის ქვეყანას წაადგება.
მახარაძე არჩევნებში ემიგრანტების უჩვეულოდ მაღალ ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ითხოვს საელჩოებში რეგისტრაციას, რათა არჩევენებში ხმის მიცემა შეძლოს.
”ბევრი წლის შემდეგაც არ მეშინია, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება. 11 წელი ვიყავი ემირგაციაში და ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობს, ნებისმიერი ემიგრანტი. ჩვენ გვინდა, ჩვენი ქევაყნა ცივილიზებული ქვეყნების გვერდით ვიხილოთ. ჩვენს ხალხს რომ ვუყურებ ასე დაყოფილს და დაქსაქულს ძალიან მტკივა გული.
როცა ემგიდი შეიქმნა, გვქონდა იმის ამბიცია, რომ ბევრი ემიგრანტი დაგვიკავშირდებოდა და ასეც მოხდა, ძალიან ბევრი გამოდის კონტაქტზე, უამრავი ადამიანი მთხოვს, რომ დავარეგისტრიროთ საელჩოებში. “ემგიდმა“ ცესკოში წარადგინა ხელმოწერები, დამატებით უბნების გახსნასთან დაკავშირებით. 50 ქალაქი კიდევ ემზადება, რომ ეს მოთხოვნები შევიტანოთ ცესკოში“, – განაცხადა მახარაძემ.