“ამ კადრს როცა ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილი შუშის “ბუტკაში“ ჩაწერილი ტაშით, ეს აჩვენებს იმ სიმძიმეს, რომელიც მას 12 წლის თავზე დაუდგა“, – ამის შესახებ “პარტია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ გადაცემა “რეაქციაში განაცხადა.
აქუბარდიას მტკიცებით, მმართველი გუნდი, მაშინ როცა საკუთარი ხალხის წინაშე ბრძოლას აანონსებს, კარგად იციან, რომ ჩვეულებრივი უმრავლესობის შანსიც არ აქვთ.
”ამ კადრს როცა ვუყურებ,ბიძინა ივანიშვილი შუშის ბუტკაში ჩაწერილი ტაშით, ეს აჩვენებს იმ სიმძიმეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 12 წლის თავზე დაუდგა, ეს ხალხი თუ მისი თანაგუნდელები არიან, რატო ისინიც არ არიან ბუტკაში?
ერთი არის მკაფიო და ცხადი- ის, რომ საზოგადოების მთავარი ღირებულება იყო თავისუფლება, რასაც ერთი კაცი ართმევს ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც მხოლოდ ევროკავშირში წევრობით და ერთიანობით იქნება. მაშინ როცა ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80 % და საკუთარი ხალხის წინაშე ბრძოლას აანონსებს, მათ კარგად იციან, რომ მათ არათუ საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი უმრავლესობის შანსიც არ აქვთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.