“მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შიშის სინდრომი გაიზარდა, რაც წინა წლებში ასეთი მასშტაბური არ იყო.
მთივლიშვილი იმედოვნებს, რომ შიშის მიუხედავად, საზოგადეობა გაბედავს არჩევანს ცვლილებებისკენ.
”მე რასაც ვუყურებ, ყველა რეგიონში შიში არის ძალიან გაზრდილი, წინა წლებში შეიძლება, შიში ასეთი მასშტაბით არ იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შიშის მიღმა, ადამიანები ვერ გაბედავენ ცვლილებებისკენ არჩევანს. შიში გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მაგალითად, სოციალურად დაუცუველთა პროგრამაში უამრავი ადამიანი ჰყავთ გაფორმებული და უხდიან 300 ლარს, ასეთი ადამიანები როცა აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, ისინი ბუნებრივია ერიდებინ, რომ არ შეუწყდეთ ეს დახმარება.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების ბედს განაპირობებს, მე რასაც ვხედავ, ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ განსაკუთრებით, არ მგონია ან შიშმა, ან დასაქმების პროგრამამ რამე შეცვალოს. ხელისუფლების მმართველობის მიმართ მხარდაჭერა ბევრ რეგიონშიც აღარაა, ყელამდე აქვთ ამოსული პრობლემები“,- განაცხადა მთივლიშვილმა.