“ღარიბაშვილო გინდა აგიხსნა განსხვავება თქვენს აქციას და ოპოზიციის აქციას შორის რა იყო?”-ნუგზარ სულაშვილი

“ღარიბაშვილო გინდა აგიხსნა განსხვავება თქვენს აქციას და ოპოზიციის აქციას შორის რა იყო?

1. თქვენ არ გქონდა აქცია. ეს იყო – სანქცია, სადაც რომლითაც დაისჯებოდა ყველა საჯარო მოსამსახურე, რომელთა უმეტესობა საკუთარი სახის გამოჩენას ერიდებოდა ტელეკამერებთან. ოპოზიციის აქციაზე კი თითოეული ადამიანი წელგამართული და ამაყი იდგა.

მე-2 და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი: თქვენი “სანქციის” მონაწილეებისგან განსხვავებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ქართული სახელმწიფოს დროშა ეკავა ხელში, რადგან ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და ჩამოყალიბებული მოქალაქეები არიან. ხოლო თქვენს მხარდამჭერებს ლუდის ქილა, ლობიანი ან ხაჭაპური, იმიტომ რომ მუცლის მონები არიან და ვისაც არ შეხვდა, მიტინგის დასრულებასაც არ დაელოდა, შიმშილისგან გული რომ არ წასვლოდათ”.

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ ( სულა) სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share