ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” კანონპროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ინსპექტორის სამსახური უქმდება. კრამონი წერს, რომ შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება.
“ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც ხდება საქართველოში შობის დროს. მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ გამოიყურება 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისად”,- წერს ვიოლა ფონ კრამონი.