“იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია. 30%-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, ხოლო 40%-ის შემთხვევაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სერიოზულად იკლებს. აგვისტოში გავდივართ 650 000 აცრაზე და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ, ეს არ არის მილიონი ადამიანი, არამედ მილიონი აცრა, რადგან იცით, რომ ვაქცინა ორჯერადად კეთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.