მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის – წელს საზაფხულო ბაგა-ბაღები არ იქნება

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საზაფხულო ბაგა-ბაღები არ იქნება და შესაბამისად ბავშვებისთვის არც რეგისტრაცია გამოცხადდება.

ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბაგა-ბაღები Covid-19-ის გამო არც წინა წელს ფუნქციონირებდა.

ცნობისთვის,ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 336 840-ს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share