“ჯერ იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა უთხარი…განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს – ადეიშვილს რომ ანდობს….მერე იმ საბჭოს…კრიმინალ სააკაშვილს პუტინთან მებრძოლ პოლიტპატიმრად რომ გაასაღებს”-ხაინდრავა

იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა ვუთხარი, განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს – ადეიშვილს რომ ანდობს, – ამ სიტყვებით ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურა ადეიშვილი ესწრებოდა და რომელიც შეხვედრაზე უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩევლის სტატუსით იყო წარდგენილი.

 

აღნიშნულ ფაქტს გოგა ხაინდრავა „აბსურდის თეატრს“ უწოდებს.

„ჯერ იმ ქვეყნის ხელისუფლებას რა უთხარი, განსაცდელის ჟამს ჭეშმარიტების დადგენას ძებნილ დამნაშავეს – ადეიშვილს რომ ანდობს. მერე იმ საბჭოს, ამას რომ დათანხმდება და იმ საბჭოს წევრებს, კრიმინალ სააკაშვილს პუტინთან მებრძოლ პოლიტპატიმრად რომ გაასაღებს. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი და ნატო მესამე მსოფლიო ომში, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებენ ერთმანეთს, უკრაინაში – ბირთვული დაპირისპირების მზადყოფნაში. ჩვენ კი 12 პუნქტი დაგვიწესეს, რომელთაგან ერთ-ერთით გენერალური პროკურორი ვერ უნდა ავირჩიოთ, ხოლო დანარჩენების აღსრულებით ამ ევროპულ დრამაში მონაწილეობის კანდიდატის სტატუსი უნდა მოვიპოვოთ. „აბსურდის თეატრი“ – რომლის სცენაზე დეკორაცია სისხლის გუბეებით და გვამებით არის მოფენილი… რეალურით!“ – ამბობს გოგა ხაინდრავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share