”სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს უღირსი ხალხის ხროვა. ამათი უთავმოყვარეო და კოლაბორაციონისტული გადაწყვეტილებების გამო, ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია უკრაინის პრეზიდენტმა. ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის იზოლაციას თავისუფალი სამყაროდან. უკრაინა თუ დამარცხდება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც გაქრება.
“ომი გინდა?” ამ ხალხის გასაგონად – ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს როგორ წარმოგიდგენიათ მინდა ომი?! მაგრამ მინდა თავისუფლება, მინდა ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება, მინდა დაცული უფლებები და არ მინდა რუსული ჩექმის ქვეშ გასრესილი ყოფნა. თქვენ კი ვინც აპრავებთ მთავრობის “პრაგმატულ” პოლიტიკას, ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეის დასამარებას.
ამ ქვეყანას ღირსება შერჩა?” – წერს სოციალურ ქსელში ”ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის” წარმომდგენელი ოზურგეთში, ოთარ რევიშვილი.