“ევროპული ხმა ამბობს, რომ ევროპის ფანჯარა ნახევრად დაკეტილია, მოკლე და მკაცრი რეალობა ეს არის. ან ისმის მესიჯები, რომ “ქართული ოცნების“ და მათი ლიდერის პირობებში საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნინი შენგელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ნინი შენგელია საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებსაც აჟღერებს და ამბობს, რომ ისინი ყოველთვის გამოხატავენ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერას.
”გერმანიის ელჩმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ დეზინფორმაციის ნიაღვარში ვცხოვრობთ, და “ოცნება“ ნეგატიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მე მათი დაპირება არ მახსოვს, გარდა იმის, რომ „ოცნება არის ჩემი მშვიდობის გარანტი“. ამაზე კი ჟიგიმანტას პავილიონისმა გარკვევით თქვა, რომ მშვიდობა ჩრდილოეთ კორეაშია, იყო საკონცენტრაციო ბანაკებშიც და არის ციხეშიც, ჩვენ თუ ამ ტიპის მშდვობას ვეძებთ. მდგომარეობა ერთსულოვანია, საერთაშორისო ექსპერტები არიან ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რადგან ჩვენს მაგივრად არავინ წავა არჩევნებზე“,- განაცხადა ნინი შენგელიამ.