უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, იგი ე.წ. “სამშვიდობო მისიაზე” მუშაობას კვლავ განაგრძობს, რათა რუსეთ-უკრაინის ომში “ესკალაცია აღკვეთოს”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ორბანის თქმით, მისი სამშვიდობო მისია “სხვათა შორის, ჯერ დასრულებული არ არის”.
“მე ამაზე მთელი ზაფხული ვმუშაობდი, ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. წამოვა დამაჯერებელი ინიციატივები, ზოგიერთი – არაუგვიანეს სექტემბრის თვეში. ამაზე უნდა ვიმუშაოთ”. – განაცხადა მან.
უნგრეთის პრემიერმა ასევე მის “სამშვიდობო გეგმაზე” ისაუბრა, რომელიც მან ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ გაუგზავნა.
“რაც მე დავწერე იყო ის, რომ თუკი ივლისის დასაწყისში გარკვეულ რაღაცებს გავაკეთებდით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამ კონფლიქტის ესკალაციას აღვკვეთდით. ახლა, თუკი შეადარებთ ივლისის დასაწყისის ვითარებას მიმდინარესთან, სექტემბრის დასაწყისში საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე მაშინ იყო”. – თქვა ორბანმა.