საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ალბანეთს 1-0 უგებს.
71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩრაშვილმა მოწინააღმდეგის კარი აიღო და ნაკრები წინ გაიყვანა.
ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ შინ ჩეხეთს სძლია (4:1), ხოლო ალბანეთმა სტუმრად უკრაინას მოუგო (2:1).