დღეს ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა

დღეს ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა.
 ერთმანეთს ზურგეთის – ოზურგეთი და ბათუმის – ბასკო ჯუნიორი დაუპირისპირდა.
ჯუნიორთა შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
 მომდევნო შეხვედრა კი თექვსმეტწლამდელთა შორის წარიმართა. ერთმანეთს ოზურგეთის – გურია და ბათუმის – ბასკო შეხვდნენ.
თამაში აქაც საინტერესო და აზარტული გამოდგა.
მცირედი უპირატესობების მიუხედავად, ამხანაგურ თამაშებზე მეგობრობამ გაიმარჯვა.
ოზურგეთის კალაღბურთელთა ორივე გუნდი , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კალათბურთის სექციის სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული. ისინი , როგორც გასვლით შეხვედრებზე და შეჯიბრებებზე დადიან, ასევე სხვადასხვა ტურნირებს შინ ატარებენ.
 ოზურგეთელ კალათბურთელებს აზა მჟავანაძე , ლერი დარჩია, ბექა გოგუაძე და გიორგი გობრონიძე წვრთნიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share