ოზურგეთის “არწივებმა” ორი სამხრეთ აფრიკელი მორაგბე დაიმატეს

ოზურგეთის “არწივებმა” თავიანთ რიგებში ორი სამხრეთ აფრიკელი – 21 წლის ჯაბულანი მუკულვანი და 22 წლის ჯასტინ ნაუდე დაიმატეს, რომლებიც ხაზს გაამაგრებენ.

ორთავე მათგანი იოჰანესბურგიდან იანვრის შუა რიცხვებში ჩამოფრინდა და კლუბთან ერთად სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ, კიდევ ერთი წლით დარჩენის პერსპექტივით.

ძალიან მომწონს კლუბიც და აქაური თბილი და მეგობრული ატმოსფეროც. ჩემი დიდი სურვილია გავამართლო ჩემზედ დაკისრებული მოვალეობები და იმედები არ გავუცრუო როგორც ტრენერებს, ასევე მოთამაშეებს. ქართული ენის შესწავლის სურვილიც მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს” – ამბობს ჯაბულანი მუკულვანი და ხუმრობით ამატებს: “იმედია ოდესმე ნაკრებშიც მოვხვდები“.

ორთავე მორაგბე იდეალურ სპორტულ ფორმაშია და ჩასატარებელ მატჩებს დიდი მონდომებითა და საბრძოლო განწყობით ხვდებიან.

მეორე ლიგის თამაშები ერთთვიანი პაუზის შემდეგ სტარტს დღეიდან აიღებენ, თბილისის “არმია”-სა და ბორჯომის “ბორჯომი”-ს დაპირისპირებით.

“არწივები”-სა და მარნეულის “არმაზი”-ს შორის გასამართი მატჩი, რომელიც 30 იანვრისთვის იყო დაგეგმილი – გადაიდო, “არმაზი”-ის რიგებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო.

ამ დროისთვის “არწივები” ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ და 5 ქულით ჩამორჩებიან ჯგუფის ლიდერს, თბილისის “არმია”-ს, რომელსაც ერთით მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

“არწივები”-სა და სამცხე-ჯავახეთის “ტაო”-ს ჯერ კიდევ შარშან გადადებული თამაში გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერა და ვერ შედგა, ისევე როგორც პატარძეულის “ვეფხვები”-სა და ქუთაისის “ბაგრატი”-სა.

ამ დროისთვის სატურნირო მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება: 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share