საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ქალთა გუნდურ პირველობაზე ზედიზედ მესამედ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი სლოვენიაში შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირზე საუკეთესოდ ითამაშეს ნაკრების ლიდერებმა ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა. ორივე მათგანმა პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ნაკრების წევრებთან შეხვედრა ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ უკვე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის გუნდს ელიზბარ უბილავა აღარ მოამზადებს და ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, რომლის სახელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.